ხაშურში 47 წლის კაცი ხარაჩოდან გადმოვარდა - ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. მას თავის ტვინის შერყევა და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა აქვს.
