ამ პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] ერთადერთი ინტერესი აქვს - დესტრუქცია, ანარქია და საკუთარი ბელადის დახსნა სამართლიანობის პრინციპებიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენ ვიხილეთ ამ პროცესში ძალიან ბევრი სიმულაციის, მანიპულაციის ფაქტები ასევე სიძულვილის კამპანიები. ფაქტი არის ერთი, რომ სინამდვილეში მისი ჯანმრთელობა სრული კონტროლის ქვეშაა შესაბამისი დაწესებულების მხრიდან და მთელი ეს დისკუსია არის ხელოვნური“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
(imedi)
