„შეერთებული შტატები უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან იცავენ. ჩვენ ვაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას", - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის არსებული დახმარება „თითქმის ამოწურულია" და კონგრესს, მისი შეთავაზებული 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინა „ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან გაძლიერდეს".
IPN ge
