ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაა.
“ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან მაქსიმალურ უსაფრთხოებას აქ ვხედავთ. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომის მოგება არასდროს შეგვეძლება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
(metronome)
