მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შენდება. სტადიონი გათვლილია 2000 გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ტრიბუნით, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები.
დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 9 პროექტი ხორციელდება. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება: ახალციხეში; ზუგდიდში; რუსთავში;. ბოლნისში; ქუთაისში; წნორსა და ხობში.
