მათივე ცნობით, ერთ-ერთ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სამშენებლო სპეცტექნიკით არის ჩახერგილი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. ისინი მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.
როგორც მედია იუწყება, ამ წუთებში ჩახერგილია მოძრაობა ბაგრამიანის გამზირზეც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“.
შეგახსენებთ, სომხეთში ანტისამთავრობო აქცია პირველ მაისს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას ითხოვენ. აქტივისტების თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება და აქციები მთელ ქვეყანაში გაიმართება.
