კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქართველოში ბოლო 4 წელში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა

16
საქართველოში ბოლო 4 წელში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები - მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ - რამდენიმე ასეული სიცოცხლე უკვე გადარჩა, - ამის შესახებ „თამბაქოს…

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები - მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ - რამდენიმე ასეული სიცოცხლე უკვე გადარჩა, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს.

„საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი არის თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი - როგორც პასიური, ისე აქტიური მოხმარების. 11 000-მდე არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო ყოველწლიურად იღუპება - აქედან 3 000-მდე არის პასიური მწეველი. ეს მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ - რამდენიმე ასეული სიცოცხლე ამ ხნის განმავლობაში უკვე გადარჩა. კვლევების მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 4 წლის განმავლობაში მთლიან პოპულაციაში 4%-ით შემცირდა თამბაქოს მოხმარება. თავად მწეველებში შემცირდა 10%-ით, რაც საკმაოდ დიდი ციფრია - დაახლოებით 100 000 კაცმა მოწევას თავი დაანება. ამასთან, მოწეული თამბაქოს რაოდენობა 15%-ით შემცირდა. 2040 წლისთვის ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიანი მოხმარება, რომელიც დღეს არის 27% მთელ მოსახლეობაში, შემცირდეს და 5%-ზე ნაკლები გახდეს“, - განაცხადა ბახტურიძემ.

კვლევაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 40-მდე მონიტორი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებს სისტემურად ამოწმებენ. ბახტურიძის თქმით, ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8 000 ობიექტი მოწმდება.

„თამბაქოს ინდუსტრია ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, მათ შორის ფასების სერიოზული ნამატით, ამავდროულად ლობირების სხვადასხვა მეთოდით. ერთ-ერთი უკანონო ქმედება, რომელსაც მასიური ხასიათი აქვს გახლავთ ექიმების ტრენინგები და კონკრეტული პირების დასპონსორება“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →