„1 მაისს, 13:40-დან 17:45 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სახელმწიფო საზღვრის პოზიციებიდან ყუმბარა და ტყვიამფრქვევები ესროლა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონის დასახლებებში ზეილიქისა და იელიჯაში. ბასარკეჩარის რაიონის მიმართულებით“.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„ჩვენი ქვედანაყოფების მიერ მიღებული იქნა ადეკვატური რეაგირების ღონისძიებები, მსხვერპლი არ არის ჩვენს პერსონალსა და აღჭურვილობაში.
ამჟამად ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია, ოპერატიული პირობები ჩვენი ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
.jpg)