პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, სამივე ქვეყანასთან – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არც თუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროკავშირის მხარეს დღეს საქართველო კითხვარის პირველ ნაწილს გადასცემს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორე ნაწილის შევსებაზე.
(1tv)
