აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის სამმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების კარგი შესაძლებლობები არსებობს, განსაკუთრებით პოსტკონფლიქტურ პერიოდში და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ამისთვის მზად არის.
InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოც იზიარებს ამ პოზიციას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი მიხვდება, რომ ეს არის ერთადერთი გზა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.
