საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგიმარგველაშვილი შესაძლოა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. მათი ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ინფორმაციის გადასამოწმელად ჟურნალისტები თავად გიორგი მარგველაშვილს დაუკავშირდნენ, მაგრამ მან კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.
ცნობისთვის, გრიოგი მარგველაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
(npg.ge)
