გაიმართა ზურაბ პატარაძის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დაათვალიერა „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ მიერ აშენებული, კახის რაიონის კულტურის ახალი სახლი, გაესაუბრა იქ დასაქმებულ, ქართველი ეროვნების თანამშრომლებსა და ანსამბლის „შვიდკაცას“ ხელმძღვანელობას.
23 აპრილს გაიმართა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და ჩვენს თანამემამულეებს შორის, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საკონსულო საკითხებში. ასევე, მათ მიეწოდა ინფორმაცია, კოვიდრეგულაციების გამო, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, საელჩოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებების შესახებ - თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ინიციატივით, განხორციელდა მორიგი ჰუმანიტარული აქცია და მოსახლეობას საკვები პროდუქტების ამანათები გადაეცა.
23 აპრილს ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაესწრნენ.
.jpg)