გიული ალასანია სააკაშვილის ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაყვანასა და შესაბამის სამედიცინო კლინიკაში მოთავსებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის დედის თქმით, თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ვითხოვ, როგორც ყოველთვის, არაერთხელ, მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში. იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
(imedi)
