InterPress.ge იტყობინება
ამის შესახებ დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა დღეს შუშაში, მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-5 ყრილობის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა .
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში გამართულ მსოფლიო აზერბაიჯანელთა V ყრილობაში მონაწილეობა მიიღო დიასპორის 400-მდე წარმომადგენელმა 65 ქვეყნიდან. გამარჯვების ყრილობაში წარმოდგენილი იყო დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში. გაიმართა დისკუსია თემაზე: „აზერბაიჯანული დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევები ომისშემდგომ პერიოდში“, „აზერბაიჯანული დიასპორის წვლილი ყარაბაღის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში. ."
23 აპრილს შუშაში მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-5 ყრილობის დახურვის ცერემონია გაიმართა. დახურვის ცერემონიაზე გამარჯვების ყრულობის მონაწილეთა მიმართვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისადმი მიღებული იქნა. ღონისძიების დასასრულს, გამარჯვების ყრილობის მონაწილეებმა მიმართეს მსოფლიოს აზერბაიჯანელებს, იუნესკოს და გაეროს გარემოსდაცვით პროგრამას (UNEP) და საერთაშორისო საზოგადოებას სომხური ოკუპაციის შედეგად აზერბაიჯანში ნაღმების პრობლემასთან დაკავშირებით. მიღებულია დადგენილება.
