InterPress.ge იტყობინებს რომ, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
გამარჯვების კონგრესში, რომელიც 23 აპრილამდე გაგრძელდება, 65 ქვეყნიდან 400-მდე აზერბაიჯანელი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო აზერბაიჯანელთა V კონგრესი არის აზერბაიჯანელთა პირველი დიდი შეხვედრა ყარაბაღის განთავისუფლების შემდეგ, რომელმაც ბოლო წლებში აჩვენა მაღალი ორგანიზებულობა და ერთიანობა, განსაკუთრებული როლი შეასრულა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაში აზერბაიჯანის რეალობის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ გამარჯვების კონგრესი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს დიასპორის საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო აზერბაიჯანელთა პირველი კონგრესი 2001 წელს ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გაიმართა. მეორე კონგრესი გაიმართა 2006 წელს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, მესამე კონგრესი 2011 წელს და მეოთხე კონგრესი 2016 წელს.
