კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია, ხუთი ნომრის გარშემო გაერთიანების მომხრე არ ვართ

12
პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია, ხუთი ნომრის გარშემო გაერთიანების მომხრე არ ვართ
მოსასმენად დააჭირეთ

სრული აბსურდია, რომ სადმე ტრენინგზე იგეგმება ღიად, 100-მდე ადამიანის თანდასწრებით რაიმე შეთქმულება ან გადატრიალება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა ბაკურიანში არასამთავრობოების…

სრული აბსურდია, რომ სადმე ტრენინგზე იგეგმება ღიად, 100-მდე ადამიანის თანდასწრებით რაიმე შეთქმულება ან გადატრიალება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა ბაკურიანში არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის ტრენინგთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„აბსურდია. ეს რომ პროპაგანდისტულ მიზნებს არ ემსახურებოდეს, ახლა უკვე საქმის გამოძიება დაწყებული იქნებოდა და კონკრეტულ ადამიანზე, ვისზეც ეჭვი აქვთ, ძებნას გამოაცხადებდნენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

„რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას და გადაწყვეტილებას, ძალიან ცუდია, თუ საერთო ფრონტზე საუბრობს ვინმე და ამას აკეთებს კონსულტაციის გარეშე. ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. გაერთიანების მომხრე ერთ პარტიაში და 5 ნომრის გარშემო არ ვართ. ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ ყველას დაარქვას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიებს შირის განსხვავებები გააქროს. ამ თამაშში ჩვენ ვერავის ვერ ავყვებით, მაგრამ კოორდინაცია რომ არის საჭირო ოპოზიციას შორის, ეს ფაქტია და ჩვენ ამ კოორდინაციას მივესალმებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებისთვის უნდა იყოს მზადება და არა წინასწარი განცხადებები.

„რიგგარეშე არჩევნების იდეა არც არასდროს არ მოგვიხსნია დღის წესრიგიდან, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ეწყობა არა წინასწარ გაკეთებული განცხადებებით, არამედ ამისთვის ხდება მზადება, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ხდება. წინასწარ დაანონსება და მუდმივ რევოლუციურ ციკლში ქვეყნის ცხოვრება, ეს არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ შემდეგ ადამიანებისგან, რომელსაც უნდათ მეტი რეფორმა და მეტი განვითარება, გამოიყვანოს რევოლუციონერები, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის ცუდი უნდათ. ამის საშუალება ოპონენტს არ უნდა მივცეთ. ყველამ ერთად ისეთი სიტუაცია უნდა შევქმნათ, რომ ლოგიკური იყოს კრიზისიდან გამომდინარე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინასწარ ხელების მოღერებას და მუშტების ქნევას აზრი არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →