„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ჩვენი გადაწყვეტილებით, გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო სამ წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება დაახლოებით 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი“, - აღნიშნა პრემიერმა.
(imedi)
