კერძოდ, გათავისუფლებულია სოფლები : ბაზალიივკა, ლებიაჟე და კუტუზივკას ნაწილი.
ამასთან, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალები ხარკოვის დაბომბვას აგრძელებდნენ.
„დღეს, დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სალტივკას საცხოვრებელი ზონა, MLRS-სა [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები] და არტილერიის გამოყენებით. სამწუხაროდ, დაშავდა 20 ადამიანი, დაიღუპა ხუთი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
(lpn)
