კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ამირან გამყრელიძე - ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ

16
ამირან გამყრელიძე - ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ
მოსასმენად დააჭირეთ

არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას, არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის…

არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას, არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მან არსებულ ეპიდვითარებასა და სააღდგომოდ მოსახლეობისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა. ყველაზე დიდი დღესასწაულები მოდის, როგორიც არის აღდგომის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პანდემია ჯერ ისევ გრძელდება. ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 100-სა და 300-ს შორის. ყველა ინდიკატორი არის გაუმჯობესებული. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. საავადმყოფოებში დღეს წევს მხოლოდ 340 პაციენტი. ასევე, შემცირდა რეანიმაციებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა, ანუ სიტუაცია გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე შარშან და შარშანწინ. 2020-ში ჩვენ ნაკლები ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და სიფრთხილის მაქსიმალური ზომები გვქონდა. შარშან ეპიდვითარება, წლევანდელთან შედარებით, უფრო რთული იყო, რეკომენდაციებიც უფრო მკაცრი გვქონდა. წელს კი მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისვე თქმით, აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება და ვაქცინაცია.

„დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება. არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას და არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე. და ბოლოს, რაც მთავარია – ვაქცინაცია. სიტუაცია ბევრად კეთილსაიმედოა, როცა მოსახლეობის იმუნური ფენა უფრო ძლიერია ანუ როცა აცრის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი. სამყარო ემზადება შემოდგომისთვის, როცა დიდი ალბათობით კორონავირუსი უნდა გადაიქცეს ენდემურ ვირუსად და ალბათ დაგვჭირდება თითო ბუსტერი შემოდგომაზე. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ უფრო გავაძლიეროთ იმუნური ფენა ქვეყანაში, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

(1tv)

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →