„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს.
როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პურზე ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა.
ამასთან, „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე ადასტურებს, რომ თონის პურზე ფასი 10 თეთრი უკვე გაძვირებულია.
(1tv)
