იუსტიციის სამინისტროსთან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული აქცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხება, რომელშიც მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით - „სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია!” „ძალადობით ევროკავშირში ვერ შევალთ“ და სხვა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის სირაქლემას პოზაში და არ იმჩნევს ისეთ უმძიმეს ანგარიშს, როგორიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
„ჩვენი აქცია იმართება სამ ლოკაციაზე და გვსურს გავაგონოთ „ქართულ ოცნებას“ თუ რა წერია ამ ანგარიშში“, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
(lpn)
