კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დღეიდან ამოქმედდა

69
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტი დღეიდან ამოქმედდა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავ-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის გაძვირებიდან მეორე დღესვე, დედაქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები დაინიშნა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი განმარტებით, მერიის ეს გადაწყვეტილება კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ მხრიდან მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდას მოჰყვა.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული რუსთაველების ინტერესები და მგზავრთა გადაყვანის სერვისის გაუმჯობესება ძალიან სწრაფად მოხდება.

,,გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის M3 კატეგორიის ავტობუსები. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შექმენით ალტერნატიული გადაადგილების საშუალება. სტუდენტებისთვის მგზავრობის ფასი 50 თეთრია, სტანდარტული ტარიფი კი 1,50 თეთრი. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ სამართლებრივ პროცედურებს ,,ინტერტრანსთან“ მიმართებაში. გუშინ გვქონდა მათთან შეხვედრა და დავაჯარიმეთ კომპანია. დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ მათთან რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით იმოძრავებს კომფორტული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების ავტობუსები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის თქმით, ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე 20 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება მგზავრებს.

,,ეს არის მარშრუტი, რომელიც დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ, იმ დროს როდესაც მე ვიყავი საკრებულოს წევრი. ავტობუსები იმოძრავებს რუსთავის გასასვლელიდან ისნის მეტრომდე. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ჩვენ ამ ეტაპზე შეგვეძლო რუსთაველებისთვის. ჩვენ დღეიდან დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რომ ეს მუნიციპალური სერვისი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

პირველი ავტობუსით, დღეს დილით სტუდენტებთან და სხვა მგზავრებთან ერთად, ქალაქის მერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმაც იმგზავრეს.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე მყისიერად მოხდა რუსთაველებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან, ალტერნატიული ტრანსპორტის შეთავაზება. როგორც ვიცი, რუსთავის მერიას კომპანია ,,ინტერტრანსთან“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები სახელშეკრულებო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით და დააჯარიმა კიდეც. ეს პერიოდი ავტობუსები იმოძრავებს სატესტო რეჟიმში და მას შემდეგ, რაც მოხდება მგზავრთა ნაკადის დათვლა, ყოველდღიურად შევეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ ეს სერვისი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე ავტობუსები რუსთავის გასასვლელიდან, ისნის მეტროს მიმართულებით იმოძრავებენ და მგზავრობის ღირებულება „ინტერტრანსის“ ფასზე თითქმის ორჯერ ნაკლები- 1.50 ლარი იქნება. მათი განმარტებით, შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთავიდან თბილისამდე მგზავრობაში მხოლოდ 50 თეთრს გადაიხდიან.

 

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →