„შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. „განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
(lpn)
