აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.
InterPress.ge იუწყება, რომ განცხადებაში ნათქვამია:
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2022 წლის 10 აპრილს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გაგრძელება ცხინვალის საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“.
