სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ოსტინს ჰკითხეს, აწვდიდა თუ არა შეერთებული შტატები სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინას, რათა დაეხმაროს თავდასხმების განხორციელებაში რუსული ძალების წინააღმდეგ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ან ოკუპირებულ ყირიმში.
,,დიახ, ჩვენ ვაძლევთ მათ ინფორმაციას, რომ ჩაატარონ ასეთი ოპერაციები დონბასში. ეს სიმართლეა“, - თქვა ოსტინმა სენატორის კითხვის პასუხად.
ოსტინს საკუთარ პასუხში ყირიმი არ უხსენებია.
CNN-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ აღიარა აშშ-ის როლი უკრაინის ოპერაციებში სადავო რეგიონში.
IPN.ge
