ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სტრასბურგში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უმაღლესმა წარმომადგენელმა დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი მიმდინარე რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგების ფონზე.
„ევროკავშირი აგრძელებს მზადყოფნას გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისი მედეგობის გასაძლიერებლად. ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”- აღნიშნულია EEAS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ვალდებულებას, კიდევ უფრო გააღრმავონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს კონკრეტულ და სწრაფ პროგრესს ძირითადი რეფორმების პრიორიტეტებში, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი დაძლევის, სასამართლო სისტემის რეფორმისა და შეთანხმებული საკონსტიტუციო რეფორმების მიღების კუთხით.
(lpn)
