InterPress.ge იუწყება, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უმასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
შემდეგ ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეაფასა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წვლილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში პოსტკონფლიქტურ პერიოდში და ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამშვიდობო დღის წესრიგის მნიშვნელობას გასული წლის დეკემბერში სამმხრივ შეხვედრაზე. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა სომხეთის მონაწილეობით, როგორც ბრიუსელის სამშვიდობო დღის წესრიგის გაგრძელება, ნაყოფიერი იქნება.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის მნიშვნელობას ამ კონტექსტში. მან შეაქო აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და აღინიშნა, რომ თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთ ინტერესის სხვა საკითხებზე, მათ შორის რეგიონულ უსაფრთხოებაზეც გაცვალეს აზრები.
