დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია კრემლის მიერ "საძაგელი თავდასხმების შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაზე".
გაერთიანებული სამეფო 2022 წლის ბოლოსთვის დაასრულებს რუსული ნახშირისა და ნავთობის ყველა იმპორტს.
ის ასევე გაყინავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის „სბერბანკის“ აქტივებს და დაასრულებს დიდი ბრიტანეთის ყველა ახალ გარე ინვესტიციას რუსეთში.
IPN.ge
