გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს. ის სოფელ ახალუბნის მცხოვრებია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალში გადაიყვანეს.
(ipn)
