"ვაპროტესტებთ საწვავის გაზრდილ ფასს, არაადეკვატურს, რომელიც დღითი დღე უფრო იმატებს. ველოდებით მთავრობის წარმომადგენელს, რომელიც გამოვა, შეგვხვდება და წარმოგვიდგენს გეგმას, თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ.
ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. გაუქმდეს აქციზის გადასახადი და დღგ გადავიდეს მცურავ რეჟიმზე", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, გიორგი გილიგაშვილმა.
IPN.ge
