კანონი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე პატიმრებისთვის მისჯილი ვადის გადაანგარიშებას ითვალისწინებს. ინიცირებულ ვერსიაში გათვალისწინებულია, რომ ასეთ პირობებში გატარებული ყოველი ოთხი დღე პატიმარს ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ხუთ დღედ, რაც შესაბამისად გამოიწვევს მისთვის მისჯილი სასჯელის გადაანგარიშებას.
(imedi)
