ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც კახა კალაძე "ტვიტერზე" წერს, არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ.
„ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს ერთი სახელი აქვს - ბუჩა. არცერთი სიტყვა ზუსტად არ გამოხატავს იმ საშინელებას, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ეს შემზარავი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში!“- წერს კალაძე.
(lpn)
