კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც 41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის - 29 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს შეადგენს.
ამასთან, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
