საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
„შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას" დაეთმო, რომელიც მიზნად დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას ისახავს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მშვიდობიან თანამშრომლობას და სამხრეთ კავკასიაში თანაარსებობას ყოველთვის მხარს უჭერდა და მზადაა, რეგიონულ დიალოგში თავისი წვლილი შეიტანოს.
შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
IPN.ge
