საქართველოში 2022 წლის 1-ელი ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდება.
აღნიშნული კანონი პარლამენტმა 79-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტით განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.
პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.
IPN.ge
