მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ სხდომაზე ისტორია გაიხსნება, თუ როგორ შეახვედრა ერთმანეთს უკრაინაში განხორციელებულმა რუსულმა აგრესიამ, აფხაზეთში წლების წინ მცხოვრები მეზობლები.
„ომი არის ძალიან დიდი უბედურება. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ვიცით. მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ. როგორც იცით, თბილისის ბაგა-ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე თამარა კოზერენკოს გოგონა, რომელიც პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში ერთი შეხვედრით უცნაური არაფერია ერთი რამის გარდა. ორივე ქალბატონი წლების წინ აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი იყვნენ მეზობლები, ერთად იზრდებოდნენ და ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა დღეს ისევ რუსულმა აგრესიამ შეახვედრა ეს ადამიანები ერთმანეთს. მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხზეც და ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.
(lpn)
