კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების დედა ენისა და კადრების პრობლემა

1,149
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების დედა ენისა და კადრების პრობლემა
მოსასმენად დააჭირეთ

2008-2009 წლებში საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა 124 იყო, 2017-2018 წლებში 82 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დარჩა (სექტორების გარეშე), 2026-2027 წლებში კი მოსალოდნელია 40 აზერბაიჯანულენოვანი სკოლის…

2008-2009 წლებში საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა 124 იყო, 2017-2018 წლებში 82 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დარჩა (სექტორების გარეშე), 2026-2027 წლებში კი მოსალოდნელია 40 აზერბაიჯანულენოვანი სკოლის არსებობა.

მოდით, თვალი ადევნოთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის შექმნილ პირობებს. საქართველოში საშუალო განათლება 12 წელია. 12 წლის განმავლობაში ყოველ დღე სკოლაში ქართული ენა ისწავლება. საგაკვეთილო საათები 15-20 წლის წინანდელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. საქართველო 1-ლი კლასელებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრობენ თუ ქალაქში, არიგებს კომპიუტერებს (ნეტბუქს). კომპიუტერები მოსწავლეებს, იმიტომ კი არ არიგებენ, რომ დარეგისტრირდნენ „ფეისბუკზე“, გაზიარონ ფოტოები და დათვალონ „ლაიქ“-ები. კომპიუტერებში სპეციალური პროგრამებია, ქართული ენის, ინგლისურის, მათემატიკის, ხატვისა და სხვა საგნების უფრო ღრმად და ადვილად მითვისებისთვის.

საბჭოთა კავშირის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისი იყო, სახელმძღვანელოები არ იყო საკმარისი. ახლა კი სახელმძღვანელოები უფასოდაა, აზერბაიჯანულ ენაზე ასასწავლი საგნებთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების (ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა და სხვ.) 30% ქართულ ენაზეა. ანუ, მოსწავლე 12 წლის განმავლობაში ქართულს სწავლობს, როგორც სახელმწიფო ენა, ამასთან ერთად აზერბაიჯანულ ენაზე არსებული სხვა სახელმწღვანელოების 30%-ც ქართულადაა (ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა და სხვ. სახელმძღვანელოები არაა სრულიად აზერბაიჯანულ ენაზე, ქართულად მოკლე მიმოხილვაც მოცემულია).

მზრუნველ განათლების სამინისტროს საჯარო სკოლებში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით კიდევ ერთი გზა მოიფიქრებია. სპეციალურად დატრენინგებული ქართული ენის მასწავლებლები საჯარო სკოლებში ქართული ენის გაუმჯობესებისთვის მიდიან (ამ მასწავლებლებს სხვა მასწავლებლებთან შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ).

მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში ისწავლება ქართული ენა და სახელმძღვანელოების 30% ქართულ ენაზეა, მიუხედავად სპეციალურად დატრენინგებული მასწავლებლების მცდელობებისა, სახელმწიფომ ამჯერად აბიტურიენტებისთვის „1+4“ პროგრამა მოიფიქრა და შეიმუშავა. ანუ, სტუდენტი 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ქართულს სწავლობს (რამდენი კურსი იცით, რომელიც უცხო ენის 6 თვეში სწავლას გვპირდება?), შემდეგ კი ბაკალავრის საფეხურზე სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, ერთ აუდიტორიაში აგრძელებს სწავლას.

მოდით, ახლა ჩვენი მათემატიკური ცოდნა ვნახოთ: 12 წელი საშუალო სკოლა, 1 წელი მოსამზადებელი, 4 წელი ბაკალავრი = 17 წელი. ახლა ვინც ამას კითხულობს, ალბათ ფიქრობს, რომ ამ ბორჩალოს ხალხი, რას ჭამს, რას სვამს, რომ 17 წლის განმავლობაში ერთ ენას ვერ სწავლობს??? თან ინტერნეტის, ახალი ტექნოლოგიების, სმართფონებისა არსებობას არ ვამბობ (ონლაინ ფორმატში ენის სწავლების საშუალებები, ლექსიკონების სმართფონებში ჩაწერა, ტვ და სხვ.)

იქნება ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა ვისწავლოთ, გავარკვიოთ რაზეა პრობლემა. სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობებისთვის ამხელა საშუალებებს ქმნის. აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართულ ენას ქართველები ასწავლიან (წარმოიდგინეთ ინგლისურ ენას ინგლისელი ან ამერიკელი გასწავლის). ერთხელაც არ სვამენ კითხვას, თუ რას აკეთებენ ეს მასწავლებლები კლასში, რაში ხარჯავენ 12 წელს? განათლების სამინისტრო რატომ არ ახორციელებს შემოწმებებს, მონიტორინგებს??? კვლევები გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ ზოგი მასწავლებელი 45 წუთს სწავლის მაგივრად ყავისთვის, მზისუმზირისა და ჭორისთვის იყენებს.

რასაკვირველია, დღეს სახელმწიფოს ამ მცდელობებს შედეგი აქვს, ზოგმა ახალგაზრდამ ქართულ ენას ქართველზე კარგად იცის, გამოცდებზე უკეთესი შედეგები აქვთ, ქართულად მოლაპარაკე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება (არ ვითვალისწინებ უფროსი თაობის ხალხს, მათი გამოკითხვის უფლება არ გვაქვს, რადგან მათ დროს იყო სსსრ. და ყველგან ხმარობდნენ რუსულ ენას). ამასთან ერთად, საჯარო სკოლებში სერიოზული მონიტორინგის არსებობისა და ქართული ენის მასწავლებლების სინდისით მუშაობის შემთხვევაში 1 წელი მოსამზადებელი კურსი აღარ იქნება საჯირო!

აზერბაიჯანულენოვანი სკოლების შენარჩუნება, მშობლიურ ენაზე განათლება საჯიროა როგორც ჰაერი და წყალი. ჩვენი დიდებული წიგნიერი ჰასან ბეი ზერდაბი ამბობდა: „თუ ერის ენა დაიხრჩო, თვითონ ერიც დაიხრჩობა. რადგან ერის არსებობის მიზეზი მისი ენაა“.

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში კადრების დეფიციტი

სკოლებში კადრების დეფიციტის საკითხი დღეს ყველას გვაწუხებს. დღეს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის საგნების მასწავლებლების უმრავლესობა ასაკოვანია (დიდხანს იცოცხლონ!). ახალგარზდა კადრები ცოტანი არიან, მაგრამ მათ შორის არაპროფესიონალებიცაა (გამონაკლისია თავისი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები). ზოგჯერ ასაკოვან კადრებს „საბჭოთა პერიოდის ნარჩენებად“ უყურებენ და მათ შრომას მიწასთან ასწორებენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ისინი 90-იან წლებში თვეებით არ იღებდნენ ხელფასს, მიუხედავად ამისა არ შეწყვიტეს სწავლება. (დიახ, ეს არის მწარე რეალობა: მათი ერთი თვის ხელფასით ერთი პურის ყიდვა იყო შესაძლებელი). ამ პრობლემების მიუხედავად თავგანწირულად მუშაობდნენ ჩვენი შვილების განათლებისთვის, არ დაუტოვებიათ სკოლა. დღეს კი, ახალგაზრდა და ასაკოვანმა კადრებმა ერთად უნდა იმუშაონ და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები.

სამწუხაროდ, ზოგ მშობელს შვილი შეგნებულად ქართულ სკოლაში შეჰყავს და ფიქრობს, რომ ამით მომავალში სამსახურის პოვნა გაუადვილდებათ. მაგრამ, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქართულ სკოლაში მყოფი აზერბაიჯანელების უმრავლესობამ სკოლის დამთავრების შემდეგ ვერც ქართულად საუბრობენ, ვერც განათლებას იღებენ (გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ უმრავლესობასთან სიტუაცია ასეა). მშობლებმა თვითონ არ იციან ქართული ენა და ამიტომაც ქართული სკოლის მოსწავლეებს ვერ ეხმარებიან სკოლის შემდეგ, ვერ ხსნიან წიგნში მოცემულ გაკვეთილებს.

საქართველოში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ქართველებსაც უჭირთ სამსახურის პოვნა (მიუხედავად იმისა, რომ ქართული მათი მშობლიური ენაა). მშობლები არ ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანული სკოლის დამამთავრებლებს ბევრი უპირატესობა აქვთ, ისინი აზერბაიჯანულს, თურქულს, ქართულს (17 წელი აზერბაიჯანულ სკოლაში ქართულის სწავლისთვის საკმარისი არაა?), ინგლისურს, რუსულს დიდი წვალების გარეშე სწავლობენ. მშობლები იმაზე არ ფიქრობენ, რომ დღეს საქართველოში უდიდესი ინვესტორი კომპანიები თურქული და აზერბაიჯანული კომპანიებია. ხოლო იმ კომპანიებში კი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა აზერბაიჯანული და თურქული ენების გამართული, გრამატიკული ცოდნა, უშეცდომოდ წერა კითხვის უნარი. აზერბაიჯანული სკოლის დამამთავრებლები რამდენიმე ენაზე გამართულად ლაპარაკობენ და შესაბამისად სამსახურის პოვნაში უპირატესობებიც ექნებათ.

საქართველოში დასაფუძნებელი აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის უნივერსიტეტის როლი არსებული პრობლემის მოგვარებაში

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში კადრების პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა საქართველოში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ერთობლივი აზერბაიჯანულ-ქართული უნივერსიტეტის დაარსებაა (რა თქმა უნდა, ასეთ უნივერსიტეტში აზერბაიჯანულ ენაზე საგნების სწავლებასთან ერთად, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ქართული ენის შესწავლაც). აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებით ამის განხორციელება შესაძლებელია. აზერბაიჯანულენოვან სკოლებში კადრების პრობლემების მოგვარების მიზნით, ასეთი ვარიანტიცაა შემოთავაზებული, რომ რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში შეიქმნას დეპარტამენტი. მაგრამ ამას ეფექტური შედეგი არ ექნება და აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება საფუძვლიანად. ერთი-ერთი შემოთავაზების მიხედვით კი, სტუდენტები აზერბაიჯანის ფინანსური დახმარებით გაზახში ან ბაქოში უნდა მიიღონ განათლება და დაბრუნდნენ საქართველოში (კვოტის სისტემა). ამასაც, ვერ მოუტანს საჭირო შედეგს. რადგან, იმ სტუდენტებს 4-6 წელიწადი საქართველოდან შორს ყოფნით, ქართული ენა სულ დაავიწყდებათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ქართული ენის არ ცოდნის გამო შეექმნებათ ახალი პრობლემები. საქართველოში დაფუძნებულ აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის უნივერსიტეტში კი სტუდენტები 4 წლის განმავლობაში სპეციალობის საგნებს აზერბაიჯანულად ისწავლიან და ამასთან ერთად ისწავლიან ქართულ ენას (ორენოვანი კადრები - bilingual). სტუდენტების აზერბაიჯანში გაგზავნის ნაცვლად, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა აზერბაიჯანიდან საქართველოში მასწავლებლების მოწვევა.

წლიდან წლამდე საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა მცირდება, დედა ენა განადგურების პირასაა. კადრების დეფიციტთან დაკავშირებით აღნიშნული პრობლემა 5-6 წელიწადში უფრო მკვეთრად იქნება გამოხატული. მომავალი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით გაღვიძება და მოქმედება აუცილებელია.

ეთნიკური უმცირესობების თავიანთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება საქართველოს კონსტიტუტციაშიც აღწერილია. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (2005) მიხედვით ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე სრული ზოგადი განათლების მიღების უფლება აქვთ.

საქართველო ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტის წევრია. ეს ინსტრუმენტები კი ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასაც შეიცავს. 1999 წელს საქართველო ევრო საბჭოს წევრი გახდა და ამით, ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლების, მათი ეროვნული ვინაობის, დედა ენის, კულტურის, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის და. ა.შ დაცვასთან დაკავშირებით მოვალეობების შესრულება იკისრა.

საქართველომ ევრო ინტეგრაციის გზა აირჩია, „ევროპული ოჯახის“ წევრობისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა იმოქმედოს, უნდა შეასრულოს ევრო საბჭოს წინაშე დაკისრებული მოვალეობები. ევრო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, განათლების რეფორმების ხელშეწყობისთვის ყოველ წელს საქართველოს დიდი რაოდენობის „ევრო“-ებს გამოყოფს. ამ ფულის დანიშნულების მიხედვით დახარჯვის შემთხვევაში აუცილებლად შედეგი იქნებოდა.

საქართველო ქვეყანაში მცხოვრები სხვდასხვა ეროვნების წარმომადგენლებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და ძლიერია. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ!

აიგიულ ისაევა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

სტატია პირველად 2018 წელს აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებულია.

 

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →