ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია.
როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანია და ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით.
„თუ ადამიანი ოდნავ ჩახედული არის საკითხში, ალბათ, ძალიან მკაფიოდ შეიძლება მიიღოს ინფორმაცია, რომ დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, სადაც მსგავსი ტიპის ტრანზაქცია და რისკები გამორიცხულია. საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც არაკანონიერი შემოსავლების ბრუნვის პრევენციას აკეთებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველო ამ თვალსაზრისით სანდოა და შენიშვნა არასდროს ყოფილა.
(lpn)
