„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 27 მარტის განცხადებაში ასახული პუნქტები სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, იუწყება InterPress.ge.
ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების შემადგენელ სოფელ ფარუხში და მიმდებარე მთიანეთში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებში ცვლილება არ მომხდარა.
ინფორმაცია ამ პოზიციებიდან აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ სიმართლეს არ ასახავს. ჩვენი ჯარი სრულად აკონტროლებს ოპერატიულ პირობებს.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანის მიერ დაირღვა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“.
ტერმინი „მთიანი ყარაბაღის“ გამოყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 და 27 მარტს განცხადებებში არის უპატივცემულობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიც აღიარებულია და მიღებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ.
შეგახსენებთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, რომ 2022 წლის 22 თებერვალს ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მოკავშირეთა ურთიერთობის შესახებ დეკლარაციის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკა მათ ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის ურთიერთპატივისცემის, ასევე ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის, დავების მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობის შესახებ.
გარდა ამისა, დეკლარაციის მე-18 მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკა აერთიანებენ ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმის, ექსტრემიზმის და სეპარატიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და განეიტრალებაში.
ამ განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე უპატივცემულოდ აყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას.
თავდაცვის სამინისტრო იმეორებს, რომ აზერბაიჯანის ხოჯალის რაიონში სოფელი „ფურუხი“ არ არსებობს. აღნიშნული სოფლის სახელია FARRUKH. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო განცხადებებში სოფლის სახელწოდება სწორად იქნება მითითებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
.jpg)