ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჯერ კიდევ არ გადაუციათ უკრაინითვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმაც და შეერთებულმა შტატებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ მზად არიან მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება.
„თვითმფრინავების მოწოდების დაგვიანების ფასი არის ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, რომელსაც ვკარგავთ მშვიდობიანი უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თვითმფრინავები, ტანკები და შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას საშუალებას მისცემს რეალურად დაიცვას თავისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე და მკვეთრად შეცვალოს საომარი მოქმედებების კურსი.
„თუ პარტნიორები არ დაეხმარებიან უკრაინას თვითმფრინავებითა და ტანკებით, დიდია რისკია იმისა, რომ რუსული ჯარები არა მხოლოდ სარაკეტო საფრთხეს შეუქმნიან ჩვენი მეზობლების - მეგობარი პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიას, არამედ პირდაპირ სამხედრო საფრთხეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
(ipn)
