InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„25 მარტს თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს მდგომარეობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული.
თუმცა, 26 მარტის დილით, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები პროვოკაცია სცადეს . გადაუდებელი ზომების შედეგად არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ერთგულია 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიმართ და არ დაურღვევია მისი არც ერთი დებულება.
სამწუხაროდ, ამ განცხადების მე-4 პუნქტის შესაბამისად, სომხური არმიის და არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ განცხადების დებულებებს არღვევს სომხეთი და არა აზერბაიჯანი.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს და ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეთა ურთიერთობის შესახებ.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „მთიანი ყარაბაღი“. განცხადებაში აღნიშნული სოფლის სახელია არა ფურუხი, არამედ ფარუხი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სრულად გაიყვანოს სომხური არმიის ნარჩენები და არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შესაბამისად. სამმხრივი განცხადების დებულებებით: „გთხოვთ, არ გამოიყენოთ ტერმინი „მთიანი ყარაბაღი“ და სწორად დაასახელოთ აზერბაიჯანის ტერიტორიები“.
.jpg)