კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაში - ბლოგი

96
კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაში - ბლოგი
მოსასმენად დააჭირეთ

ბავშვობაში მე და ჩემს დას ყოველთვის გვიხაროდა, როცა თოვდა. ჩვენთვის თოვლი დაკავშირებული იყო გართობასთან, გუნდობასთან. ჩვენ არ გვქონდა არანაირი საზრუნავი და წუხილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თოვლი ყოველთვის ბედნიერებისა…

ბავშვობაში მე და ჩემს დას ყოველთვის გვიხაროდა, როცა თოვდა. ჩვენთვის თოვლი დაკავშირებული იყო გართობასთან, გუნდობასთან. ჩვენ არ გვქონდა არანაირი საზრუნავი და წუხილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თოვლი ყოველთვის ბედნიერებისა და სიწმინდის სიმბოლო იქნებოდა ჩემთვის. მაგრამ რაც გადის წლები, ვხვდები, რომ ერთ დღეს თოვლი შეიძლება სასოწარკვეთის სიმბოლოდაც იქცს.

დავიბადე ფერმერის ოჯახში. სახლის ეზოში გვაქვს სათბურები, მინდორში კი მიწის ნაკვეთები. ამ სათბურებში და მიწის ნაკვეთებში მოგვყავს კომბოსტო, კიტრი, ლობიო, პომიდორი, კარტოფილი... სოფლის მეურნეობა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მუშაობა დიდ შრომას და მოთმინებას მოითხოვს და ზოგჯერ ჩვენ პროდუქტს დაბალ ფასად ვყიდით, მიწა ჩვენ ფერმერების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით ფერმერები თავის ოჯახებს არჩენენ, აკმაყოფილებენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს და უზრუნველყოფენ შვილების განათლებას. გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემმა ოჯახმა უნივერსიტეტშუ ჩემი სწავლა სწორედ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით დააფინანსა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიწა ფერმერისთვის. მაგრამ ამ ბოლო დროს გრძნობ, რომ სოფლის მეურნეობით დაკავება სულ უფრო და უფრო რთულდება ფერმერებისთვის.

მარტი სოფლის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ამ თვეში პომიდვრისა და კიტრის ჩითილები გადაგვავს სათბურებში. სწორედ აქედან ჩითილებისათვის მეორე მნიშნელოვანი პერიოდი იწყება. მაგრამ ნამდვილი ზამთარი ჩვენთან ახლა მარტის თვეში მოვიდა. თავდაპირველად წარსულის ლამაზი კადრები ამოტივტივდა. გავხალისდით თოვლით, გამოვაქვეყნეთ სურათები და ვიდეოები ფეისბუქსა და ინსტაგრამის გვერდებზე, გავუზიარეთ ერთმანეთს მარტის თოვლს წამოყოლილი ენერგია. ამ დროს ჩვენ, უმრავლესობას, დაგვავიწყდა სოფლის მაცხოვრებლების მდგომარეობა. მარტის თვეში თოვლისა და სიცივის გამო ფერმერების ცხოვრებაში ახალი რთული პერიოდი დაიწყო. პომიდვრისა და კიტრის ჩითილები ძალიან მგრძნობიარეა სიცივის მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. „გაზაფხულის ზამთარმა“ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს ცხოვრება ერთიორად გაურთულა.

ჩემთან სოფელში ღამით განსაკუთრებით ცივა. სუსხმა და ყინვამ რომ არ დააზიანოს ჩითილები, ფერმერები ღამით 4-5-ჯერ იღვიძებენ, სათბურებში ღუმელებს ანთებენ და ჩითილებს დარაჯობენ. ზოგჯერ დღის განმავლობაში ერთი ან ორი საათი სძინავთ. ფერმერისთვის ჩთილები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძილი და მათი კომფორტი. სწორედ ამ სათბურებზეა დამოკიდებული გლეხის შემოსავალი. ამიტომ, ისინი უძლებენ უძილობას, რათა დაიცვან თავიანთი მოსავალი სიცივისგან. მაგრამ უძილობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მარტმა მოგვიტანა.

არავინ მოელოდა, რომ მარტი ამდენ ხანს ასე ცივი ,თოვლიანი ,წვიმიანი იქნებოდა. ამ სოფლის მეურნეობისთვის არახელსაყრელი ამინდის გამო ბევრ ფერმერს არ ჰქონდა საკმარისი შეშის რეზერვი. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ფერმერების ფინანსური მდგომარეობა. არასახარბიელო ფონანსური მდგომარეობა განსაკუთრებით იკვეთება ზამთრის და გაზაფხულის დროებში.

ფერმერებს სჭირდებათ შეშა, რათა დაიცვან თავიანთი ჩთილი სიცივისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფერმერს ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო შეშის სესხება სურდა, ბევრი შეშის გამყიდველებისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ფერმერს შეშის საყიდლად ფულიც რომ ჰქონოდა, შეშის გამყიდველები ამბობდნენ, რომ შეშა ვერ მოჰქონდა ცუდი ამინდის გამო. ამ დროს ჩემთვის ერთ-ერთი უმძიმესი წუთები როცა ვამჩნევდი ფერმერების თვალებში სასოწარკვეთას . ზოგმა სესხი აიღო ბანკიდან, ან კერძო პირისგან ისესხა ფული შეშის შესაძენად. ზოგი იძულებული გახდა, შეშის მოსაპოვებლად ეზოში ხეები მოეჭრა, ზოგმა კი ძველი ტანსაცმლელების, ფეხსაცმელებისა და ნაკელის დაწვა დაიწყო. სამწუხაროდ იყო შემთხვევები, როდესაც თანასოფლელები ტყეში წავიდნენ შეშის მოსატანად. ცხადია რომ, რაც ხდება , მიზეზი არის კლიმატის ცვილელება და სოფლის მეურნეობის გარდა კლიმატის ცვლილება იწვევს ტყეების განადგურებაც.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, ფერმერებს არ აქვთ ინფრომაცია კლიმატის ცვლილების შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია. კლიმატის ცვლილება რამდენაც იყოს ბუნებრივი პროცესი, არადმიანის არარაციონალური ზეგავლენა გარემოზე დააჩქარა კლიმატის ცვლილების პროცესი. გარდა იმისა, თუ რა ზიანს აყენებს კლიმატის ცვლილება ფერმერებს, სოფლის მეურნეობასა და ტყეებს, მინდა გითხრათ იმაზეც, თუ რა ზიანი მიაყენა ფერმერების ჯანმრთელობას კლიმატის ცვლილება. ამ ძნელი პერიოდის დროს უარესდება ფერმერების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, რომლებიც ღამით უძილობას განიცდიან და დიდი სტრესის ქვეშ არიან. ჩემს ოჯახში ღამეები ჩითილებს უვლიან ძირითადად დედა და ძმა . მე მათ მაგალითებში დავინახე, თუ რამხელა ზიანს აყეენებს კლიმატის ცვლილებას ადამიანების ჯანმრთელობას. ამ სტრესულ პერიოდს ემატება დღის განმავლობაში საოჯახო დამატებითი საქმეები და ამ დროს ფერმერს დასვენების ძალიან მცირე შესაძლებლობა ექმნება.

როგორც აღვნიშნე, ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და თვითონ გაუცნობიერებლად ნეგატიურ გავლენას ახდენენ კლიმატზე თავიანთი სასოფლო მეურნეობით, რადგან ყველაფერი ერთმანაეთთან ჯაჭვშია. შეიძლება ფერმერი იძულებელი გახდეს, ხე დაჭრას,მაგრამ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს გარემოს. ჩემი აზრით, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად პირველ რიგში აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება კლიმატის ცვლილების შესახებ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფერმერებს ასევე სჭირდებათ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო გამოცდილება. სასიხარულოა, რომ მარნეულში პირველად ამოქმედდა 4 წლიანი პროექტი სახელწოდებით კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა PRAISE -MARNEULI, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მარნეულში მცხოვრებ ფერმერებს და ფერმერები მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას კლიმატის ცვლილების, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული სოფლის მეურნეობის შესახებ. ასეთი პროექტი არამარტო მარნეულელ ფერმერებს, საქართველოს ყველა ფერმერს სჭირდება და იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ პროექტების მასშტაბები კიდევ უფრო დიდი იქნება. ასევე უნდა გაიზარდოს სამთავრობო მხარდაჭერის პროგრამები ფერმერებისთვის რათა განავითარონ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარება და მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმოს სოფლის მეურნეობას იმიტომ, რომ სოფელი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილს შეადგენს. 

 

ბლოგის ავტორი: გიულგიუნ მამედხანოვა

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →