მოსკოვის მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები "სახიფათოა", - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
”ეს არ არის გზა, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ამასთან, მისი თქმით, პენტაგონს არ უნახავს ისეთი რამ, რაც აშშ-ს სტრატეგიული შემაკავებელი პოზიციის შეცვლისკენ უბიძგებს.
„ამ საკითხს ყოველდღიურად ვაკვირდებით,“- აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის ფედერაციას მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ „ქვეყანის არსებობას საფრთხე დაემუქრება“.
