2022წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათ შორის, 2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 90 ათასი ტონა.
„კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 54,8 ათასი ტონა (59,2%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 35,4 ათასი ტონა (38,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 2,3 ათასი ტონა (2,5%).
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 35,6 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 34,9 ათასი ტონა - 19,1%; რუსეთი - 29,2 ათასი ტონა - 16%; თურქმენეთი- 23,1 ათასი ტონა - 12,6%; თურქეთი - 3,6 ათასი ტონა - 2%; საბერძნეთი - 2,5 ათასი ტონა - 1,4%; სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,3%; ყაზახეთი - 0,3 ათასი ტონა - 0,2%,“-აღნიშნულია იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.
(bpn)
