თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ აზარბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მუზეუმის დირექტორმა მათ მირზა ფათალი ახუნდზადეს მოღვაწეობის, საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ლეოლა ალიევამ აღნიშნა, მუზეუმში ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კუთხეა განთავსებული.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.
,,ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ჩვენ ტრადიციულად ერთად აღვნიშნავთ. მშვიდობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს დღე. განსაკუთრებული მადლობა მინდა ლეილა ალიევას გადავუხადო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთეს ჩვენი ერების ურთიერთობების განმტკიცებისთვის’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
IPN.ge
