აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, რატი ბრეგაძე მაისში პარლამენტის წინაშე აუცილებლად წარდგება.
„მიმართვა იყო იუსტიციის მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დაბარებასთან დაკავშირებით. რეგლამენტით არის გათვალისწინებული ინსტრუმენტი. მინისტრის მოსვლას თავისი ვადები აქვს. ინტერპელაციაზე პასუხის გაცემა და მოსვლა მაისის თვეში უწევს. ის აუცილებლად მობრძანდება“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.
