უკრაინის ცენტრალურ ქალაქ ვინიცაში სატელევიზიო ანძას რუსული რაკეტა მოხვდა, რამაც ქალაქის მაუწყებლობის შეჩერება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის სახელმწიფო საკომუნიკაციო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
CNN-ის ჯგუფმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 4 საათზე, ორი აფეთქების ხმა გაიგო.
(lpn)
