სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:0 საათზეა დანიშნული.
სასამართლო პროცესს დაესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ხვალინდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
(lpn)
