ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საწვავზე ფასის კლების მექანიზმზე საუბრობს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საწვავზე ფასის დაკლების ერთადერთი მექანიზმი
გაუქმდეს დაუყოვნებლივ აქციზის გადასახადი საწვავზე და გადავიდეს დღგ-ს გადასახადი მცურავ რეჟიმზე (10% ზე). ეს საწვავს საშუალოდ 90 თეთრით გააიაფებს.
ეს იმუშავებს მოკლევადიან პეროოდში (6 თვე) და ამ პერიოდში აგრესიულად უნდა იმუშაოს მთავრობამ, რომ მიიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
შემოიჭიროს მთავრობამ ქამრები. ამ რეფორმით დაკარგავს ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე და ეს კარგია, კარგი. ნაკლებ ლარს დახარჯავთ ამ გიჟური ინფლაციის ფონზე.
გრძელვადიან პერსპექტივაში (+6 თვე) წამოვა ბარელი ნავთობის ფასი ქვემოთ და მოხდება დასტაბილურება. შემდეგ კვლავ გაზარდონ გადასახადები,“- წერს აბესაძე.
(ipn)
