მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის სამმართველო დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური სამმართველოს სოციალური სამმართველოს მეთაურმა, მიტროპოლიტმა სერგეი გორობცოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რაშისტებმა მარიუპოლში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის სამმართველო დაბომბეს“, - წერს მღვდელმთავარი.
მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, 13 მარტის მდგომარეობით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა 2 ათას 187 ადამიანი მოკლეს.
IPN.ge
